Thumbnail

მოუსმინეთ: სამი ახალი სიმღერა არიანა გრანდეს ალბომის Positions დელუქს ვერსიაში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ 2020 წელს გამოცემული რიგით მეექვსე ალბომის Positions დელუქს ვერსია გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერში დამატებით 5 კომპოზიცია შევიდა: სამი ახალი ტრეკი Test Drive, Worst Behavior და Main Thing, ინტერლუდია Someone like U და სიმღერის 34+35 რემიქსი.

ნახეთ: არიანა გრანდემ სიმღერის 34+35 რემიქს ვერსიაზე კლიპი გადაიღო

არიანა გრანდემ გინესის რეკორდი დაამყარა

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული