Thumbnail

არტისტები, რომლებზეც 2020 წელს ტვიტერზე ყველაზე ხშირად საუბრობდნენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სოციალურ ქსელ ტვიტერის სტატისტიკის დეპარტამენტმა ის მუსიკოსები დაასახელა, რომელთა შესახებაც 2020 წელს პლატფორმაზე ყველაზე ხშირად საუბრობდნენ. პირველი ადგილი ზედიზედ მეოთხედ პოპულარულ სამხრეთკორეულ ბოიბენდ BTS-ს ერგო. ბიჭებმა, ტვიტერზე მონიშვნათა რაოდენობით, ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრეს, როგორებიც არიან ქანიე ვესთი, ბიონსე და დრეიქი.

რაში დახარჯა BTS-ის ჯეი-ჰოუპმა $136 000 საკუთარ დაბადების დღეზე

აღსანიშნავია, რომ ათეულში აგრეთვე მოხვდა კიდევ სამი კეიპოპ კოლექტივი: EXO, ATEEZ და NCT.

ტვიტერმა აგრეთვე გამოაქვეყნა იმ კეიპოპ არტისტების ათეული, რომლებიც პლატფორმაზე 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ მონიშნეს.

ამასთან, კეიპოპ სიმღერებიდან სოციალურ ქსელ ტვიტერზე ყველაზე ხშირად ისაუბრეს კომპოზიციაზე Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული