Thumbnail

Post Malone პასუხობს კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა Tekashi 6ix9ine-თან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ტექსასელი მუსიკოსი, ოსტინ რიჩარდ ფოსთი, ფსევდონიმით Post Malone, კალიფორნიაში, რესტორან The Nice Guy-ში წვეულებაზე იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც დაწესებულებასთან ჟურნალისტები დახვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა, არის თუ არა იმის შანსი, რომ ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ ტეკაში სიქსნაინთან ითანამშრომლოს.

Post Malone-მა განმარტა, რატომ სჯერა უცხოპლანეტელთა არსებობის

"კარიერის განმავლობაში მრავალ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არტისტთან მითანამშრომლია. აი, დღესაც ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის, Fleet Foxes-ის ვოკალისტს, რობინ ფექნოლდს შევხვდი. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად დროის გატარება. რაც შეეხება ტეკაში სიქსნაინს. ვითანამშრომლებ თუ არა მასთან? შანსი არაა, გამორიცხულია", - უპასუხა ფოსთმა.

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. მისი წამყვანი სინგლი Rockstar გახლავთ. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებს 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სტრიმინგ პლატფორმის, Spotify-ის სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე გაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული