Thumbnail

ცნობილმა კალიფორნიელმა გენგსთა რეპერმა, კინონ რეი ჯექსონმა, სასცენო სახელით YG, ახალი კომპოზიცია Bailar და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. დასავლელ ემსისთან ერთად კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგა Day Sulan მონაწილეობს, რომელმაც ჯექსონთან 2020 წელს რამდენიმე ტრეკის ფარგლებში ითანამშრომლა.

ნახეთ: YG - Hit Em Up

ნახეთ: YG - Equinox

ნახეთ: YG და Lil Wayne კლიპში Blood Walk

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 5 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous, 4REAL 4REAL და My Life 4Hunnid აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული