Thumbnail

2020 წელს გამოქვეყნებული კოლაბორაციული ალბომის FlySiifu's შემდეგ, კალიფორნიელმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ფინქ სიფუმ და ვირჯინიელმა ანდერგრაუნდ რეპერმა, ფლაი ენექინმა მსმენელს ახალი კომპოზიცია Blame შესთავაზეს. ტრეკი კოლეგების მომავალ სტუდიურ ნამუშევარში $mokebreak იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Pink Siifu და Fly Anakin ერთობლივ ალბომს FlySiifu's ავრცელებენ

ნახეთ: Pink Siifu და Fly Anakin კლიპში Open Up Shop

ფინქ სიფუმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება 2018 წელს გამოცემულმა ნამუშევარმა Ensley მოუტანა. კალიფორნიელი რეპერის 2020 წლის სტუდიურმა ნამუშევარმა NEGRO მსმენელისა და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

ფლაი ენექინმა კი მუსიკალური კარიერა 2016 დაიწყო. ვირჯინიელმა არტისტმა ამ დრომდე 8 ალბომი გამოაქვეყნა. ენექინი ემსიებისა და პროდიუსერების გაერთიანების Mutant Academy ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ის ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, მედლიბის დამოუკიდებელი ლეიბლის Madlib Invazion წევრია. მისი შედარებით ცნობილი კომპოზიციებია Grandma's Spot, Sun.Do და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული