Thumbnail

Trippie Redd-ის ტრეკი GERONIMO, რომელშიც Deftones-ის ვოკალისტი მონაწილეობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ოჰაიოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფსევდონიმით Trippie Redd ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია GERONIMO გაავრცელა. ტრეკი მან ამერიკული ალტერნატიული მეტალ ბენდის, Deftones-ის ვოკალისტთან, ჩინო მორენოსთან ერთად ჩაწერა. ნამუშევრის ერთ-ერთი პროდიუსერი ცნობილი პოპ პანკ ჯგუფის Blink-182 დრამერი, ტრევის ბარკერი გახლავთ. სიმღერა თრიფი რედის ბოლო ალბომის Pegasus დელუქს ვერსიაში Neon Shark vs Pegasus არის წარმოდგენილი, რომელიც 19 თებერვალს გამოიცა.

მოუსმინეთ: Trippie Redd-მა ალბომი Pegasus გაავრცელა

თრიფი რედმა მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მისი შემოქმედებაში 5 ოფიციალური მიქსტეიპი, რვა EP და სამი ალბომი ერთიანდება. შემსრულებლის პოპულარული კომპოზიციებია: Poles1469, Love Scars, Dark Knight Dummo და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული