Thumbnail

გერმანული წარმოშობის ბრიტანელმა კომპოზიტორმა, მაქს რიხტერმა ახალი კომპოზიცია Mirrors და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში Voices 2 შევა, რომელიც მიმდინარე წლის 9 აპრილს გამოიცემა.

მაქს რიხტერის პროექტის Voices ინსპირაცია გაეროს მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გახდა. ალბომის პირველი ნაწილი 70-ზე მეტ ენაზე წაკითხულ სწორედ ამ დოკუმენტის ნაწყვეტებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ რიხტერი პროექტზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მოუსმინეთ: მაქს რიხტერი პროექტს Voices ავრცელებს

მაქს რიხტერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. კომპოზიტორს არაერთი ფილმისთვის, მათ შორის Shutter Island და Arrival-ისთვის აქვს საუნდტრეკები დაწერილი. მაქსი ასევე ცნობილი სერიალის The Leftovers მუსიკის ავტორიცაა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული