Thumbnail

სიმღერა, რომლითაც NASA-მ მარსმავლის Perseverance წითელ პლანეტაზე დაშვება აღნიშნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) მიერ მარსის შესასწავლად გაგზავნილი კოსმოსური აპარატი სახელად Perseverance 18 თებერვალს წითელ პლანეტაზე დაჯდა. ლაივსტრიმის ყურება "ნასას" იუთუბის არხზე და ტელევიზიის NASA TV ეთერით იყო შესაძლებელი. მარსმავლის წარმატებული დაშვების აღსანიშნავად, ტრანსლაციის დასრულების შემდეგ, ინგლისელი არტისტის, Yungblud-ის მიერ დაქავერებული, ლეგენდარული დევიდ ბოუის კომპოზიცია Life On Mars გაჟღერდა.

ნახეთ: Yungblud-მა ოლივია როდრიგოს ჰიტის Drivers License ქავერი შეასრულა

ნახეთ: Yungblud და Machine Gun Kelly კლიპს Acting Like That ავრცელებენ

ამასთან დაკავშირებით იანგბლადმა ტელეკომპანია BBC-ის გადაცემაში The One Show ჩართვისას ისაუბრა:

"მიყვარს კოსმოსი. მახსოვს, როგორ დამირეკა ჩემმა 23 წლის მენეჯერმა. გვიანი იყო, რადგან ის ლოს ანჯელესშია და წესით უკვე შუაღამე უნდა ყოფილიყო. რამდენიმე ბოთლი ლუდი მქონდა დალეული. მეუბნება, ახლახან "ნასადან" დამირეკესო. ვუპასუხა - კარგი, მაგარია, რასთან დაკავშირებით? უნდა მიმატოვო და ასტრონავტი გახდე-მეთქი? არა, სულელო, ეს შენ გეხება, თუ მარსმავალი წარმატებით დაეშვება, ისინი შენი ყველა დროის უსაყვარლესი მუსიკოსის, დევიდ ბოუის სიმღერის შენეულ ქავერს გააჟღერებენო. ჩემთვის ეს ისეთი მოსასმენი იყო, თითქოს ვიღაც ჭკუიდან გადასული დაუჯერებელ ისტორიას მიყვებოდა. ენით აღუწერელი შეგრძნებაა, ვიღაცამ სახეში უნდა გამილაწუნოს, რომ გონს მოვეგო", - ამბობს არტისტი.

აღსანიშნავია, რომ დევიდ ბოუის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში Hunky Dory შესული კომპოზიცია Life On Mars 2018 წელს კომპანიების Tesla და SpaceX აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის სპორტულ ელექტრომობილში Tesla Roadster გაჟღერდა, რომელიც Space X-მა სატესტო რაკეტით Falcon Heavy ორბიტაზე გაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული