Thumbnail

ბრუკლინელმა არენბი შემსრულებელმა Justine Skye ახალი კომპოზიცია Intruded და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი ლეგენდარული მუსიკოსი, თიმბალენდი გახლავთ. ტრეკი კოლეგების კოლაბორაციული ნამუშევრის Space & Time Sessions ერთ-ერთი სინგლია.

აღსანიშნავია, რომ კლიპში, თავად ჯასტინთან და თიმბალენდთან ერთად, ცნობილი მოდელი, ბელა ჰადიდი და ატლანტელი რეპერი, ლილ იარი მონაწილეობენ.

ჯასტინ ინდირა სქაი მოდელი, მსახიობი და მუსიკოსი გახლავთ. მან ცნობადობა პლატფორმა Tumblr-ის საშუალებით მოიპოვა და მუსიკალური კარიერაც დაიწყო. ბრუკლინელის შემოქმედება არენბის, პოპისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია. დღემდე არტისტმა ორი ალბომი და ოთხი EP გამოაქვეყნა. 2016 წლიდან ის ლეგენდარული თანაქალაქელი ემსის, ჯეი ზის მიერ დაფუძნებული ლეიბლის, "როქ ნეიშენის" წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული