ახალგაზრდა ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაილს პარკს მაქკალუმი, ფსევდონიმით Lil Yachty, განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ახალ ტრეკს Hit Bout It სთავაზობს. მაილსის კოლაბორაციულ კომპოზიციაში საპატიმროდან ახლახან გათავისუფლებული რეპერი, კოდაკ ბლექი მონაწილეობს. კლიპში ვეტერანი თრეფ შემსრულებლის, გუჩი მეინის ხილვაც არის შესაძლებელი.
► ნახეთ: Lil Yachty და Vince Staples კლიპში In My Stussy's
► ნახეთ: Lil Yachty კლიპს Asshole აქვეყნებს
►მოუსმინეთ: Kodak Black - Every Balmain
მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.
კომენტარები