Thumbnail

ნახეთ: ნიკი მინაჟის მამის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნიკი მინაჟის მამის, რობერტ მარაჟის გარდაცვალების საქმეზე პოლიციას 70 წლის მამაკაცი, ჩარლზ პოლევიკი ჩაბარდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრალდებული მარაჟს დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილით დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა, მარაჟს ჰკითხა, თუ როგორ გრძნობდა თავს, თუმცა, სასწრაფოში არ დაურეკავს, მომაკვდავი ადგილზე მიატოვა და წავიდა.

ნიკი მინაჟის მამა ავტომანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

"გადმოვიდა, დახედა დაზარალებულს, გაბრუნდა ავტომობილისკენ და მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა ადგილი. ნაცვლად იმისა, რომ 911-ზე დაერეკა, ანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინა. წავიდა სახლში და მანქანა ავტოფარეხში დააყენა. რაღაცები გადააფარა, ზედ დაალაგა ნივთები - ყველანაირად ეცადა, რომ ის ვერ შეგვემჩნია. მან ძალიან კარგად იცოდა, რას აკეთებდა", - განაცხადა დეტექტივმა, ჯონ ფიცპატრიკმა.

იმყოფებოდა თუ არა ტრაგიკული შემთხვევის დროს პოლევიჩი არაფხიზელ მდგომარეობაში, უცნობია, რადგან გაქცევის გამო სამართალდამცველებმა მისი შემოწმება დროულად ვერ მოახერხეს. სასამართლომ მამაკაცი 250 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა, ჩამოართვა პასპორტი და ნიუ იორკის შტატიდან გასვლა აუკრძალა. სასამართლოში მისი საქმის განხილვა ახლო მომავალში დაიწყება.

რაც შეეხება ნიკი მინაჟს, მას მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მუსიკოსს წარსულში არ დაუმალავს, რომ მშობელთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. როგორც მან წარსულში აღნიშნა, რობერტ მარაჟი იყო "ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი მოძალადის ვრცელი ისტორიით".

კომენტარები

ბოლოს დამატებული