Thumbnail

არგენტინელ-შვედმა მუსიკოსმა, ხოსე გონსალესმა 6-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა El Invento და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ეს არტისტის პირველი ესპანურენოვანი ნამუშევარია. შემსრულებლის თქმით, ტრეკის შექმნა შვილის დაბადებამ შთააგონა. ვიდეორგოლის ავტორი შვედი რეჟისორი, მიკელ კარლსონი გახლავთ.

ხოსე გაბრიელ გონსალესმა მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. სოლო კარიერის პარალელურად, ის შვედური ფოლკ ჯგუფის Junip წევრი გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული