Thumbnail

Lil Uzi Vert ხსნის, თუ რატომ გაიკეთა შუბლზე $24-მილიონიანი პირსინგი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელმა რეპერმა, სიმირ ვუდსმა, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ Fat Joe-სთან ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განმარტა, რატომ გაიკეთა შუბლზე 24 მილიონი დოლარის ღირებულების პირსინგი. მისი თქმით, ვარდისფერი ბრილიანტის ჩასმას თავდაპირველად ბეჭედში აპირებდა, თუმცა, გადაწყვეტილება დაკარგვის შიშით შეცვალა.

Grimes-მა და Lil Uzi Vert-მა ტვინში Neuralink-ის ჩიპის ჩადგმის სურვილი გამოთქვეს

ნახეთ: Lil Uzi Vert-მა შუბლზე $24-მილიონიანი პირსინგი გაიკეთა

"მე ლილ უზი ვერტი ვარ. მუდამ არაფხიზელი. ამიტომაც, ძალიან სულელური იდეაა, რომ ხელზე 24-მილიონიანი ბეჭედი მეკეთოს, რადგან შეიძლება, უცებ დავიხედო ხელზე და ის აღარ მქონდეს. ვიცნობ ჩემს თავსა და ცხოვრების სტილს. მე შემთხვევით ადგილებში ვიღვიძებ და სხვადასხვაგვარ თავგადასავლებში ვეხვევი. სწორედ ამიტომ გავიკეთე ბრილიანტი შუბლზე, რომ ჩემი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი არ დამეკარგა", - ამბობს ლილ უზი.

ლილ უზიმ 11-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი ახლახან შეიძინა. ის საიუვილერო კომპანიას თანხას ნაწილ-ნაწილ 2017 წლიდან ურიცხავდა და გადახდა მხოლოდ ახლა დაასრულა. არტისტის განცხადებით, სამკაული მისი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

ნახეთ: Lil Uzi Vert-მა შუბლზე $24-მილიონიანი პირსინგი გაიკეთა

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული