Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკ ჰაკიმი და BadBadNotGood კომპოზიციის Qadir რემიქსს ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა ნიუ იორკელი მუსიკოსი, ნიკ ჰაკიმი კომპოზიციის Qadir რემიქსს ავრცელებს. ალტერნატიული ჩანაწერის ავტორი კანადური ინსტრუმენტული ჯგუფი BadBadNotGood გახლავთ. სინგლი ჰაკიმის რიგით მეორე ალბომის Will This Make Me Good რემიქს ვერსიაში შევა, რომელიც 26 თებერვალს გამოიცემა. მასში მონაწილეობას სიმღერების ახლებური ვერსიებით აგრეთვე მიიღებენ: AceMo, Pink Siifu, KeiyaA, Slauson Malone, Big Thief-ის ჯეიმს კრივჩენია და სხვები.

ნიკ ჰაკიმმა შემოქმედებითი კარიერა 2014 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ არენბი შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Green Twins გაავრცელა. მუსიკოსს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული