Thumbnail

ამერიკელი მსახიობი, მოდელი და არენბი შემსრულებელი, დონ რიჩარდი ახალ კომპოზიციას Bussifame და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეექვსე სოლო ალბომში Second Line: An Electro Revival იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერი 14 ტრეკს გააერთიანებს.

დონ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა 2005 წელს გოგონების ბენდში Danity Kane დაიწყო. არტისტს ჯგუფთან ერთად სამი ალბომი აქვს გამოცემული. 2009 წელს რიჩარდმა კალენა ჰარპერთან ერთად არენბი დუეტი Dirty Money შექმნა. მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ P. Diddy-სთან ერთად კომერციულად წარმატებული ჩანაწერი Last Train to Paris გამოსცეს. 2012 წელს დუეტი დაიშალა. რაც შეეხება სოლო კარიერას, რიჩარდმა სადებიუტო ნამუშევარი Been a While 2005 წელს გამოუშვა. მას ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული