Thumbnail

ნახეთ: 2 Chainz გადაცემაში Tiny Desk Concert

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მედიაპლატფორმის National Public Radio ცნობილი გადაცემის Tiny Desk Concert უახლესი ეპიზოდის მონაწილე პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თოჰიდ ეფსი, ფსევდონიმით 2 Chainz გახლდათ. ვეტერანმა სამხრეთელმა შოუს ფარგლებში კომპოზიციები Southside Hov, Vampire, Good Drank, I'm Different და Grey Area შეასრულა.

ნახეთ: 2 Chainz კლიპს Grey Area აქვეყნებს

ნახეთ: 2 Chainz ვიდეორგოლში Southside Hov

ნახეთ: 2 Chainz ვიდეორგოლს Toni ავრცელებს

თოჰიდმა ლაივი ატლანტაში მდებარე საკუთარი სილამაზის სალონიდან გამართა. მას პერფორმანსის პარალელურად პედიკურს უკეთებდნენ.

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 5 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove, 2 კომპილაციურ ნამუშევარსა და 10 მიქსტეიპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული