Thumbnail

Rihanna-ს ბრენდის Savage X Fenty ღირებულება $1 მილიარდი გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერლის, რიანას მიერ 2018 წელს დაარსებული თეთრეულის ბრენდის Savage X Fenty საბაზრო ღირებულებამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ბიზნესჟურნალი Forbes იუწყება, ბრენდმა, რომელსაც ახლო მომავალში გაფართოება აქვს დაგეგმილი, ინვესტიციის სახით 115 მილიონი დოლარი მოიზიდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს Savage X Fenty-ს შემოსავალი 200%-ით გაიზარდა, ხოლო VIP მომხმარებელთა რაოდენობამ 150 პროცენტით მოიმატა.

რიანა Savage X Fenty-ს ფოტოსესიაში $2-მილიონიანი სამკაულებით გამოჩნდა

ნახეთ: კადრები რიანას Savage X Fenty-ს შოუდან

"ფანდრაიზინგის ეტაპის დასრულების შემდეგ, კერძო საინვესტიციო კომპანია L Catterton ბრენდის მეწილე გახდა. მისმა მფლობელმა მოდის უმსხვილესმა კონგლომერატმა, LVMH-მ და რიანამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მიზანი, რომ კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებებისა და თეთრეულის წარმოებაზე ფოკუსირებით, კონცენტრირება მოახდინონ Fenty-ის ეკოსისტემის გრძელვადიან განვითარებაზე", - ნათქვამია რირის და LVMH-ის განცხადებაში, რომელიც მოდის ჟურნალმა WWD გამოაქვეყნა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერლისა და LVMH-ის თანამშრომლობით დაფუძნებულმა ბრენდმა Fenty, რომელიც ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის წარმოებაზე იყო ორიენტირებული, საქმიანობა შეაჩერა. ამ ეტაპზე თეთრეულის ბრენდ Savage X Fenty-სთან ერთად, რირი და LVMH კოსმეტიკის ხაზებს Fenty Beauty და Fenty Skin უდგანან სათავეში.

Rihanna-ს ტანსაცმლის ბრენდმა Fenty საქმიანობა შეწყვიტა

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. რირი ბოლო წლებია, ბიზნესსაქმიანობაზეა გადართული და მუსიკალური მიმართულებით აღარ აქტიურობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული