Thumbnail

ნახეთ: მიკ მილი ახალ ტრეკში ტეკაში სიქსნაინს დისავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტებს, ტეკაში სიქსნაინსა და მიკ მილს შორის 14 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფილადელფიელმა ემსიმ ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ნიუ იორკელ კოლეგას ვირთხასა და ყალბ ადამიანს უწოდებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გავრცელდება ნამუშევრის სრული ვერსია.

ნახეთ: მიკ მილი და ტეკაში სიქსნაინი ერთმანეთს ღამის კლუბთან დაუპირისპირდნენ

მიკ მილი ერთ-ერთია იმ ჰიპ ჰოპ შემსრულებლებს შორის, რომლებმაც ტეკაში გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს და "ჩამშვები" უწოდეს. მას შემდეგ კოლეგებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა საჯაროდ არაერთხელ მიაყენეს. მიმდინარე წლის 14 თებერვალს კი რეპერები ატლანტაში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში გადააწყდნენ ერთმანეთს, თუმცა, მათი გაშველება პირადი დაცვის წევრებმა მოახერხეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული