Thumbnail

ოზი ოსბორნი: დავმშვიდდი, კორონავირუსის ვაქცინა რომ გავიკეთე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ცოლთან, შერონთან ერთად გადაცემაში Loose Women სტუმრობისას, ოზიმ განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს.

ნახეთ: ოზი ოსბორნი და ფოსთ მელოუნი ანიმაციურ კლიპში It's a Raid

ოზი ოსბორნის ფავორიტი 10 ჰევი მეტალ ალბომი

"ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჭრილობა მომაყენეს. მხარი მტკიოდა, თუმცა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე მისი გაკეთება. თავს ახლა მშვიდად და დაცულად ვგრძნობ", - ამბობს ოზი.

ოზი ოსბორნი თვეების განმავლობაში მწვავედ გამოხატავდა შეშფოთებას კორონავირუსის პანდემიის გამო, რადგანაც მას ქრონიკული დაავადება, ფილტვის ემფიზემა აქვს. COVID-19 კი სწორედ რესპირატორულ სისტემას აყენებს ზიანს.

► ოზი ოსბორნი: კორონავირუსის ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, სხვა შემთხვევაში მოვკვდები

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-2005 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული