Thumbnail

მექსიკელი ელექტრონული მუსიკოსი, ნიკოლას გერერო, იგივე Nico, ახალ კომპოზიციას Wolfram ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ EP-ში სახელწოდებით The Driving Rain შევა, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდება. ნამუშევარი ბერლინში მდებარე სინგაპურულ ლეიბლზე Midnight Shift გამოიცემა.

ნიკოლას გერერომ შემოქმედებითი კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. მუსიკოსი თავდაპირველად სასცენო სახელით White Visitation მოღვაწეობდა. არტისტს ამ დრომდე რამდენიმე სინგლი და EP აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული