Thumbnail

ნახეთ: slowthai ვიდეორგოლს VEX აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბრიტანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტაირონ ფრემპტონმა, ფსევდონიმით slowthai, კომპოზიციაზე VEX გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერები SAMO, Kelvin Krash და Kwes Darko არიან. ტრეკი ინგლისელი მუსიკოსის ალბომის TYRON ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: slowthai x Skepta - CANCELLED

ნახეთ: slowthai და ASAP Rocky კლიპში MAZZA

ტაირონ ფრემპტონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა პირველი EP სახელწოდებით I WISH I KNEW გაავრცელა. თუმცა, ბრიტანელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2019 წელს გამოქვეყნებული სადებიუტო ალბომით Nothing Great About Britain გაიცნო, რომელმაც კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. 2021 წლის თებერვალში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი TYRON გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება გრაიმის, თრეფის, საუნდქლაუდ რეპისა და პანკ როკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული