Thumbnail

ნახეთ: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა ვალენტინობის დღე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვალენტინობა აღინიშნა. ამ დღეს წყვილები ტრადიციულად ერთმანეთს საჩუქრებით ანებივრებენ. ცნობილი მუსიკოსების ნაწილმა თაყვანისმცემლებს გაუზიარა, თუ როგორ აღნიშნეს წელს დღესასწაული. იხილეთ მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტები:

Cardi B: ქალები ვალენტინობის დღის საჩუქარში ნაკლებს უნდა ხარჯავდნენ, ვიდრე კაცები

Jennifer Lopez

პოპულარულმა მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც, ფრენკ სინატრას მიერ შესრულებული კომპოზიციის My Funny Valentine ფონზე, გამომწერებს აჩვენებს, როგორი სიურპრიზი დაახვედრა მისაღებ ოთახში საქმრომ, ყოფილმა ბეისბოლის მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა.  

Jennifer Lopez

ამის შემდეგ წყვილმა უიქენდის გასატარებლად იახტას მიაშურა, სადაც ალექსმა ჯეილოს ვარდებით და ბუშტებით მორთული კაიუტა დაახვედრა რომანტიკული ვახშმისთვის.

Cardi B & Offset

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ და მისმა ქმარმა, რეპერმა ოფსეტმა ვალენტინობის დღის აღსანიშნავად მოგზაურობა დაგეგმეს. ქმარმა ცოლს ყვავილებით და ბუშტებით მორთული ვილა დაახვედრა.

Cardi B & Offset

ამის შემდეგ რეპერმა ქმრისგან 20 500-დოლარიანი Chanel-ის გალიის ფორმის ჩანთა მიიღო. რომანტიკული ვახშმის დროს კი ოფსეტმა მას ძვირფასი საათიც უსახსოვრა.

Shawn Mendes & Camila Cabello

ვალენტინობის დღე ერთად აღნიშნა შონ მენდესისა და კამილა კაბეიოს ვარსკვლავურმა წყვილმა. კანადელმა მუსიკოსმა ინსტაგრამის სთორიში კადრი გაავრცელა, რომელშიც კამილა მის მიერ მომზადებული გულის ფორმის ორცხობილის ფონზე იწონებს თავს.

Zayn Malik

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ზეინმა და მისმა შეყვარებულმა, სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა თაყვანისმცემლებს ვალენტინობის დღე სელფით მიულოცეს.

Dua Lipa

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ შეყვარებულთან, მოდელ ანვარ ჰადიდთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და წყვილებს ბედნიერი ვალენტინობა უსურვა.

Justin Bieber

კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის ცოლმა, მოდელმა ჰეილი ბოლდუინმა ინსტარგამის სთორიში ტორტის ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც წყვილმა ვალენტინობის დღე აღნიშნა.

Nick Jonas

გადაღებიდან შინ დაბრუნებულ ნიკ ჯონასს, რომელიც თავის ძმებთან ერთად როკ ბენდში Jonas Brothers მოღვაწეობს, ცოლმა, მსახიობმა პრიანკა ჩოპრამ ეზოში სიურპრიზი დაახვედრა.

Nick Jonas

ცოლისთვის ვალენტინობის განწყობის შექმნაზე თავად ნიკმაც იზრუნა.

Joe Jonas

Jonas Brothers-ის კიდევ ერთმა წევრმა, ჯო ჯონასმა ცოლთან, მსახიობ სოფი ტერნერთან ერთად გადაღებული სელფი გაავრცელა. 

Joe Jonas

მან და სოფიმ სასიყვარულო დრამის, "ტიტანიკის" მთავარი პერსონაჟების როლებიც მოირგეს სმარტფონის აპლიკაციის დახმარებით. 

John Legend

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმა და მისმა ცოლმა, ტელევარსკვლავმა ქრისი თიგენმა დილა გულის ფორმის მაჭკატებით დაიწყეს.  

Lil Nas X

ატლანტელმა ქანთრი რეპერმა, ლილ ნას იქსმა კი ვალენტინობის დღეს კუპიდონი განასახიერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული