Thumbnail

ნახეთ: მიკ მილი და ტეკაში სიქსნაინი ერთმანეთს ღამის კლუბთან დაუპირისპირდნენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტები, მიკ მილი და ტეკაში სიქსნაინი ერთმანეთს ატლანტაში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბის საპარკინგე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ. როგორც ინციდენტის ამსახველი ვიდეოდან ირკვევა, კოლეგები პირადმა მცველებმა გააშველეს.

მიქ მილმა 12-წლიანი სასამართლო დავა დაასრულა

ნახეთ: კაცს, რომელმაც ტეკაში სიქსნაინს ვირთხა უწოდა, რეპერის დაცვა გაუსწორდა

შემთხვევა ტეკაშიმ თავადვე გადაიღო. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც მოგვიანებით წაშალა, სიქსნაინი მიკ მილს სამართალდამცველებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ რეპერის დაცვის წევრები ყოფილი პოლიციელები არიან. ეს კადრები სოციალურ ქსელში მოგვიანებით გავრცელდა.

"რეპერებს თქვენი მოტყუების უფლებას ნუ აძლევთ. ისინი მშიშრები არიან და პოლიციასთან თანამშრომლობენ. ყალბი განგსტერები", - წერდა სიქსნაინი.

მომხდარის ამსახველი კადრები მიკ მილმაც გამოაქვეყნა.

"ეტყობა, ტეკაში სამართალდამცველებმა მომიგზავნეს. უნდა მიმეფურთხებინა მისთვის და უკან დაიხევდა. კლუბის გარეთ მელოდა. რომ გამოჩნდა, უცებ მეგონა, მომეჩვენა", - წერს ფილადელფიელი პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.

ამის შემდეგ მილმა ტვიტების სერია გაავრცელა და განმარტა, რომ ის ტეკაშის თავს არ დასხმია:

"ჩვენ ერთმანეთისკენ არ გავქცეულვართ. ავტომობილში ჩაჯდომას ვაპირებდი, რა დროსაც მოულოდნელად გამომიხტა. კლუბში ყოფნისას ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდა. ამის უფლებას კი მისი წარსულიდან გამომდინარე ვერ მივცემდით".

"ტეკაში კლუბის მიმდებარედ მელოდა. რატომ ამირჩია მაინცდამაინც მე?", - აღნიშნა მიკმა ხუმრობით.

ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო მას 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად კი მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა. მათ შორის იყო მიკ მილიც, რომელმაც წლების წინ წაკითხული ფრისტაილით ტეკაშის საქციელი დაგმო.

სიქსნაინი და მილი კიდევ ერთ საკითხში გადაიკვეთნენ. მაშინ, როდესაც ტეკაშის არაერთი ჰიპ ჰოპ არტისტი აკრიტიკებდა, მას გვერდში ცნობილი ნიუ იორკელი რეპერი, ნიკი მინაჟი დაუდგა და კომპოზიცია TROLLZ ჩაწერა. 2015-17 წლებში კი მიკ მილი და ნიკი ერთმანეთს ხვდებოდნენ და დღესდღეობით ცუდი ურთიერთობა აქვთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული