ამერიკული მულტიმედია პლატფორმა Netflix რიდ ჰასტინგსმა და მარკ რენდოლფმა 1997 წელს კალიფორნიის ქალაქ სკოტს ველიში დააფუძნეს. კომპანია DVD დისკების ონლაინ გაქირავებით იყო დაკავებული. მსოფლიოში პირველ ასეთ დაწესებულებაში თავდაპირველად სულ რაღაც 30 თანამშრომელი მუშაობდა, მისი კატალოგი კი 925 ფილმისგან შედგებოდა, თუმცა უკვე 2005 წლისთვის "ნეტფლიქსი" მომხმარებლებს 35 ათას სურათს სთავაზობდა და ყოველდღიურად 1 მილიონზე მეტ დისკს აწვდიდა.
2007 წლიდან "ნეტფლიქსმა" საკუთარი მომსახურებების ჩამონათვალს ფილმებისა და ტელეშოუების ონლაინ ყურების შესაძლებლობა დაამატა, 2013 წელს კი მის მიერ წარმოებული პირველი სერიალის "ბანქოს სახლი" პრემიერა შედგა, რომელმაც მაყურებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა და გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც პლატფორმის შემდგომი წარმატება. 2020 წელს კომპანიამ ვიდეოპროდუქციის შესაქმნელად 11,8 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, მიმდინარე წლის დასაწყისისთვის კი მისი გამომწერების რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 203,7 მილიონს მიაღწია.
► ნახე სხვა ქვიზები
ეს ქვიზი სწორედ Netflix-ის მრავალფეროვან სატელევიზიო შოუებს ეძღვნება. წინ 12 შეკითხვა გელით, ჩართეთ ფლეიერი და გამოიცანით, რომელ სერიალში ჟღერს ესა თუ ის კომპოზიცია.
Sonya Belousova & Giona Ostinelli - Geralt of Rivia




Rodrigo Amarante - Tuyo




Carlos Rafael Rivera - Main Title




Irma Thomas - Anyone Who Knows What Love Is




Heavy Young Heathens - Being Evil Has a Price




Kyle Dixon and Michael Stein - Soldiers




Patrick and Ralph Carney - Theme Song




Apparat - Goodbye




Hans Zimmer - Main Title




Cecilia Krull - My Life Is Going On




Jeff Beal - Main Theme




Danny Bensi and Saunder Jurriaans - The Beginning




უკეთესადაც შეიძლებოდა!
როგორც ჩანს, Netflix-ის სერიალებს არც ისე კარგად იცნობ. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე!
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, Netflix-ის სერიალებს საკმაოდ კარგად იცნობ. ცოტა მეტი დაკვირვება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე!
შესანიშნავი შედეგია!
popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.
კომენტარები