Thumbnail

მოუსმინეთ: Phife Dawg-ის ტრეკი Nutshell Pt. 2 ბასთა რაიმსისა და რედმენის მონაწილეობით

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მუსიკალურ პლატფორმებზე 2016 წელს გარდაცვლილი ნიუ იორკელი რეპერის, მალიკ ტეილორის, ფსევდონიმით Phife Dawg, ახალი ტრეკი 'Nutshell Pt. 2' გავრცელდა, რომელიც არტისტის ამავე დასახელების კომპოზიციის ალტერნატიული ვერსია გახლავთ. ეპოქალური ჰიპ ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest წევრის ჩანაწერში მისი გავლენიანი კოლეგები, ბასთა რაიმსი და რედმენი მონაწილეობენ. ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი კი კიდევ ერთი გარდაცვლილი ხელოვანი, ლეგენდარული დეტროიტელი, ჯეი დილა გახლავთ. ნამუშევარი მალიკის მომავალ ალბომში Forever იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: ლეგენდარული A Tribe Called Quest მსმენელს ვიდეორგოლით დაემშვიდობა

მალიკმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს ჩამოყალიბებულ გაერთიანებაში A Tribe Called Quest მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფის დებიუტი 1990 წლის ალბომით People's Instinctive Travels And The Paths Of Rhythm შედგა. 2017 წლამდე კოლექტივმა 6 სტუდიური ჩანაწერი და 5 კომპილაციური ალბომი გაავრცელა. ჯგუფი არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნია. თავად მალიკის სოლო დისკოგრაფია ერთადერთ სტუდიურ ნამუშევარს Ventilation: Da LP მოიცავს, რომელიც 2000 წელს გამოვიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული