Thumbnail

ცნობილმა დასავლელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, მსმენელს მორიგი კომპოზიცია A Little More შესთავაზა. ჯი-იზის ახალ ჩანაწერში არენბი შემსრულებელი Kiana Ledé მონაწილეობს. ტრეკი კალიფორნიელი მუსიკოსის მომავალი ალბომის These Things Happen Too ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: G-Eazy x Chris Brown - Provide

მოუსმინეთ: G-Eazy ალბომის When It's Dark Out დელუქს ვერსიას აქვეყნებს

მოუსმინეთ: G-Eazy პოპ როკ ალბომს Everything's Strange Here ავრცელებს

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything's Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული