Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კატორა მარერომ, ფსევდონიმით Young M.A, მსმენელს ახალი ტრეკი Off the Yak და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი სტუდიური ნამუშევრისთვის ჩაწერა ახალგაზრდა ემსიმ დრილ ჟღერადობის კომპოზიცია.

ნახეთ: Young M.A კომპოზიციაზე Kold World გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Young M.A კლიპს Big Steppa აქვეყნებს

ნახეთ: Young M.A კლიპს Dripset ავრცელებს

ბრუკლინელმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2016 წლის კომპოზიციას Ooouuu უკავშირდება, რომელმაც მუსიკალური ჩარტები დაიპყრო და იუთუბზე 350 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2019 წლის სექტემბერში იანგ ემეიმ სადებიუტო ალბომი Herstory In The Making გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი მსმენელს EP სახელწოდებით Red Flu შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული