Thumbnail

Halsey: ინსტაგრამის ფილტრები ადამიანის თვითშეფასებას აზიანებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჰოლზიმ თავისი კოსმეტიკის ბრენდის About-Face დაარსებასთან დაკავშირებით ონლაინ პლატფორმას Byrdie ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ახალი წამოწყებით სურს, ადამიანებს შთააგონოს, საკუთარი თავი ისეთი უყვარდეთ, როგორებიც არიან.

Halsey: თუ თანაგრძნობის გამოჩენა არ შეგიძლია, ჩუმად მაინც იყავი

"დავიღალე ინსტაგრამის ფილტრების ინდუსტრიით. ტვინისთვის საზიანოა, მუდმივად შეცვლილი ლინზიდან უყურო საკუთარ თავს და იმედი გიცრუვდებოდეს იმით, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში შენი სახე. ვიცი, ეს რა შეგრძნებაა, რადგან, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გავხდი, პაპარაცებმა ჩემი გადაღება დაიწყეს. არ შემეძლო, გამეკონტროლებინა, რომელი რაკურსით მოვხვედრილიყავი კადრში, ანაც შემერჩია განათება. სურათები ვრცელდებოდა და ისღა მრჩებოდა, მათთვის შემეხედა და მეღიარებინა - კარგი, ასე გამოვიყურები სინამდვილეში-მეთქი. უნდა შევგუებოდი საკუთარ სახეს. აი, რას მინდა მივაღწიო ბრენდით About-Face - გიყვარდეს და აფასებდე იმას, თუ როგორ გამოიყურები", - აღნიშნავს ჰოლზი.

26 წლის არტისტის თქმით, სურს, საკუთარი პროდუქციით, ახალგაზრდებს გამბედაობა შემატოს.

"მინდა, ახალგაზრდებმა თავი საკმარისად მამაცად იგრძნონ საიმისოდ, რომ სახლიდან კაშკაშა მწვანე თვალის ჩრდილით, ანაც შავი ტუჩსაცხით გავიდნენ", - ამბობს შემსრულებელი.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო, პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული