Thumbnail

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა "შავი პანტერების" შესახებ შექმნილი კრიმინალური დრამის Judas And The Black Messiah საუნდტრეკების ალბომის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია Rich Nigga Problems გამოიცა, რომელშიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ეისეფ როქი მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერები Dauphin Amir და DDot Omen არიან. ნამუშევარში ტრევის სკოტის ჰიტის HIGHEST IN THE ROOM სემპლია გამოყენებული.

მოუსმინეთ: Nipsey Hussle & Jay-Z - What It Feels Like

მოუსმინეთ: Rakim - Black Messiah

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, 2018 წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული