Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ სიმღერის 34+35 რემიქს ვერსიაზე კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი პოპვარკვლავი, არიანა გრანდე რიგით მეექვსე ალბომში Positions შესული კომპოზიციის 34+35 რემიქსზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევარში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები Doja Cat და Megan Thee Stallion მონაწილეობენ. სიმღერა ზემოხსენებული სტუდიური ჩანაწერის დელუქს ვერსიაში შევა, რომელიც 19 თებერვალს გამოიცემა.

არიანა გრანდემ გინესის რეკორდი დაამყარა

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული