Thumbnail

ნახეთ: ოზი ოსბორნი და ფოსთ მელოუნი ანიმაციურ კლიპში It's a Raid

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა სიმღერაზე It's a Raid შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. კომპოზიციას ის პოპულარულ ტექსასელ არტისტთან, Post Malone-თან ერთად ასრულებს. ტრეკი ოზის ბოლო ალბომში Ordinary Man არის წარმოდგენილი, რომელიც გასული წლის თებერვალში გამოიცა. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ტომას ლენერტი გახლავთ.

► ოზი ოსბორნი: კორონავირუსი თუ დამემართება, აუცილებლად მოვკვდები

► ოზი ოსბორნის ფავორიტი 10 ჰევი მეტალ ალბომი

► სიმღერა, რომლის გამოც ოზი ოსბორნი თვითმკვლელობის პროპაგანდაში დაადანაშაულეს

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-2005 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული