Thumbnail

ნახეთ: სუფიან სტივენსის კლიპი Tell Me You Love Me, რომელიც ლუკა გუადანინომ გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, სუფიან სტივენსმა კომპოზიციაზე Tell Me You Love Me გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი იტალიელი რეჟისორი, ლუკა გუადანინო გახლავთ, რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: Call Me by Your Name, Suspiria და სხვა. სიმღერა სუფიანის ბოლო ალბომში The Ascension არის წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გამოიცა.

მოუსმინეთ: სუფიან სტივენსმა ალბომი The Ascension გაავრცელა

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული