Thumbnail

რეიკიავიკში მოღვაწე ამერიკელი ვიზუალური არტისტი და მუსიკოსი, ალექს სომერსი ორ ახალ კომპოზიციას Deathbed და Sooner ავრცელებს. პირველი ტრეკი მის მომავალ ალბომში Siblings შევა, მეორე კი მის კიდევ ერთ ჩანაწერში Siblings 2 იქნება წარმოდგენილი. ორივე ნამუშევარი გაყიდვაში 19 მარტს ჩაეშვება.

ალექს სომერსმა შემოქმედებითი კარიერა 2003 წელს ჯგუფში Parachutes დაიწყო. სომერსის და სკოტ ალარიოს დუეტმა ორი ალბომი და ერთი EP გაავრცელა, 2008 წელს კი ის დაიშალა. 2010 წლიდან არტისტი საცხოვრებლად რეიკიავიკში გადავიდა, სადაც Sigur Rós-ის ფრონტმენთან, იოუნსთან ერთად არტ პროექტი Jónsi & Alex ჩამოაყალიბა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული