Thumbnail

ნახეთ: Lil Yachty კლიპს Asshole აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაილს პარკს მაქკალუმი, ფსევდონიმით Lil Yachty, რომელიც ამჟამად მომავალ სტუდიურ ჩანაწერზე Michigan Boy Boat მუშაობს, მსმენელს კომპოზიციაზე Asshole გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში იარის კოლეგა Oliver Tree მონაწილეობს. ტრეკი სამხრეთელი მუსიკოსის ბოლო ალბომში 'Lil Boat 3.5' არის წარმოდგენილი.

ნახეთ: Lil Yachty - Royal Rumble

მოუსმინეთ: Lil Yachty დელუქს ალბომს Lil Boat 3.5 ავრცელებს

Lil Yachty მანქანის 240 კმ/სთ სიჩქარით მართვის გამო დააკავეს

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული