Thumbnail

Rihanna-ს ტანსაცმლის ბრენდმა Fenty საქმიანობა შეწყვიტა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერლის, რიანას და ფრანგული კომპანიის LVMH თანამშრომლობით დაფუძნებულმა ბრენდმა Fenty, რომელიც ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის წარმოებაზე იყო ორიენტირებული, საქმიანობა შეწყვიტა. როგორც LVMH-ის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მხარეებმა შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

რიანა Savage X Fenty-ს ფოტოსესიაში $2-მილიონიანი სამკაულებით გამოჩნდა

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

"Fenty-ს მუშაობა უფრო ხელსაყრელი ფინანსური კლიმატის მოლოდინშია შეჩერებული", - აცხადებს LVMH.

როგორც BBC მოდის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, იმის მიუხედავად, რომ რიანას ფანების არმია ჰყავს, Fenty-ს პროდუქცია მაღალი ფასების გამო მათი უდიდესი ნაწილისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მომღერლის თეთრეულის ბრენდს Savage X Fenty, ისევე, როგორც კოსმეტიკის ხაზებს Fenty Beauty და Fenty Skin, ისინი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

მუსიკოსმა "ფენტი" 2017 წელს დააფუძნა, თუმცა, პროდუქციის წარმოება 2019 წელს დაიწყო. ის პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც მოდის უმსხვილეს კონგლომერატთან, LVMH-სთან თანამშრომლობით მოდის სახლი დააფუძნა. თავდაპირველად კოლექციის პრეზენტაცია ჟურნალ New York Times-ის ფურცლებზე შედგა. ამის შემდეგ პირველი მაღაზია პარიზში გაიხსნა, სადებიუტო ჩვენება კი ნიუ იორკში მოეწყო.

Fenty-ს კოლექცია NYT-ის ფურცლებზე რირიმ თავად წარადგინა

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. რირი ბოლო წლებია, ბიზნესსაქმიანობაზეა გადართული და მუსიკალური მიმართულებით აღარ აქტიურობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული