Thumbnail

თანამედროვე ჰიუსტონური ჰიპ ჰოპის ანდერგრაუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ალბერტ მონდეინი, ფსევდონიმით Sauce Walka, მსმენელს შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი კომპოზიცია What You Gone Do და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა.

ნახეთ: Sauce Walka კლიპს Sauce Creed ავრცელებს

ნახეთ: Sauce Walka კლიპს Where Was You At აქვეყნებს

ნახეთ: Sauce Walka - New Sauce City

ალბერტმა მუსიკალური მოღვაწეობა ჰიპ ჰოპ დუეტში Sauce Twinz დაიწყო. 2015 წელს რეპერმა პირველი სოლო ტრეკი A Bag გაავრცელა. მას დღემდე 4 მიქსტეიპი აქვს გამოშვებული. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება 2017 წელს დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომპოზიცია Ghetto Gospel, რომელიც თანამედროვე გეტოების საუნდტრეკად იქცა, სხვადასხვა გამოცემამ წლის საუკეთესო რეპ ნამუშევრებს შორის დაასახელა. სოუს ვოქა ხმის სახასიათო ტემბრით გამოირჩევა. მისი ცნობილი კომპოზიციებია: Ghetto Gospel, Sauce Overload, We Did It, Sauce Baby, Big Amount, Mask On და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული