Thumbnail

BTS-ის წევრებს ჰკითხეს, როგორია მათთვის პოპულარობა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS პლატფორმა Apple Music-ის პროექტის ‎Essentials Radio ახალ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც კოლექტივის წევრებმა ის კომპოზიციები მიმოიხილეს, რომლებმაც მათ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს. მათ შორის აღმოჩნდა, როგორც სადებიუტო სინგლი No More Dream, ისე 2020 წლის ჰიტი Dynamite. წამყვანმა ზეინ ლოუიმ ბიჭებს აგრეთვე ჰკითხა, როგორ იტანენ ისინი პოპულარობას.

BTS: ხალხი დაგვცინოდა, როცა ჩვენს მიზნებსა და ოცნებებზე ვსაუბრობდით

"სხვა თუ არაფერი, თითოეულ ჩვენგანს სულ მცირე ექვსი ადამიანი მაინც გვყავს გვერდით. ერთმანეთს ვუგებთ, შესაძლოა, იდეალურად არა, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ გვერდით ეს ბიჭები მყავს", - განაცხადა კოლექტივის წევრმა, არემმა.

ხოლო ჯეი-ჰოუპმა აღნიშნა:

"სიმართლე ვთქვა, ახლა მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი დღევანდელი ცხოვრებით საკუთარი მოწოდება სისრულეში მომყავს. ამასთან, ჩემი დევიზია - ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მადლობელი ვიყო და მომენტით დავტკბე. ცოტა ხნის წინ ჯასტინ ბიბერის Lonely-ს ვუსმენდი და ვფიქრობდი, თუ რამდენად მსგავსია ადამიანების ფიქრები. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ სირთულეებს, რომელთა გადატანაც გვიწევს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

არემმა კი დაამატა:

"სინამდვილეში პოპულარობისგან ძალიან ბევრ რამეს ვიღებთ. ჩვენ იმ ძალიან იღბლიან ადამიანებს შორის ვართ, რომლებიც სტადიონებზე აწყობენ კონცერტებს და ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ პოზიციას იკავაბენ".

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული