Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ სტივენ კოლბერის შოუში ჰიტი Enter Sandman შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჰევი მეტალ ჯგუფი Metallica სტივენ კოლბერის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსებმა აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ფარგლებში ჩაწერილ სპეციალურ ეპიზოდში ჰიტი Enter Sandman შეასრულეს.

ნახეთ: Metallica-ს ჰიტი Enter Sandman კომპანია Ford-ის ახალ რეკლამაში

კომპოზიცია "მეტალიკას" რიგით მეხუთე ალბომში Metallica არის წარმოდგენილი, რომელიც 1991 წელს გამოიცა. ჩანაწერმა გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა თუ მსმენელის მოწონება და კომერციული წარმატება დაიმსახურა. ტრეკი ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად ითვლება.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. "მეტალიკას" ამ დროისთვის 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული