Thumbnail

Grimes-მა და Lil Uzi Vert-მა ტვინში Neuralink-ის ჩიპის ჩადგმის სურვილი გამოთქვეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიების Tesla და SpaceX აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink ელექტრონული ჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს, მისმა პარტნიორმა, კანადელმა მუსიკოსმა, გრაიმსმა და ფლორიდელმა რეპერმა, Lil Uzi Vert-მა ჩიპების იმპლანტაციისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ილონ მასკი: NEURALINK-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, წელს დაიწყოს

ნახეთ: აპარატი, რომლითაც ტვინში Neuralink-ის ჩიპებს ჩანერგავენ

ილონ მასკი: Neuralink-ის ჩიპები ღორების ტვინში ჩავნერგეთ

ლილ უზი ვერტმა ილონ მასკის განცხადების შემდეგ ტვიტერზე დაწერა სიტყვა Neuralink, რასაც გრაიმსი გამოეხმაურა:

"მოდი, ჩიპები ჩავიდგათ".

რეპერმა კი გოგონას უპასუხა:

"მზად ვარ, როდის ვიდგამთ?".

"მოდი, 2022 წლისთვის დავისახოთ მიზნად ჩიპის ჩადგმა. ეს ექსპერიმენტული ოპერაციაა, მაგრამ თუ წარმატებით დასრულება, ღმერთების ცოდნა გადმოგვეცემა".

ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

კომპანია Neuralink-ის მიერ შექმნილი ჩიპის პროტოტიპი. წყარო: Neuralink

აღსანიშნავია, რომ გრაიმსმა, რომელიც ილონ მასკს 2018 წლიდან ხვდება და მისგან შვილიც ჰყავს, მარსზე საცხოვრებლად გადასვლის მზადყოფნაც გამოთქვა. მასკმა საზოგადოებას 2020 წელს გააცნო წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა და განაცხადა, რომ მის პირველ მაცხოვრებლებს შორის თავადაც იქნება. როგორც მუსიკოსმა კომპანია Endel-თან თანამშრომლობით ჩაწერილი საათნახევრიანი სარელაქსაციო კომპოზიციის AI Lullaby პრომოუშენის დროს აღნიშნა, 50 წლის ასაკში მარსზე გადასვლას ისიც აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას იქ "სიცოცხლის ბოლომდე შიშველი ხელებით მუშაობა მოუწევს".

კომენტარები

ბოლოს დამატებული