Thumbnail

ნახეთ: გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილის, X AE A-XII-ის ახალი ფოტოები გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელი მუსიკოსის, გრაიმსისა და ამერიკული კორპორაციის SpaceX დამფუძნებლის, ილონ მასკის ვაჟს, სახელად X AE A-XII (ექს ეშ ეი-თველვ) 4 თებერვალს 9 თვე შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით გრაიმსმა და მასკმა სოციალურ ქსელებში მისი ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს.

გრაიმსმა მისი და ბიჭუნას ფოტო ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.

ილონ მასკმა კი ერთობლივი სურათი ტვიტერზე გამოაქვეყნა.

წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო. ბიჭუნა კი 2020 წლის 4 მაისს შეეძინათ. თავდაპირველად მათ ბავშვის სახელად X Æ A-12 ჰქონდათ შერჩეული. მას შემდეგ კი, რაც აღმოჩნდა, რომ, კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, ადამიანის სახელში ციფრებისა და სიმბოლოების გამოყენება არ შეიძლება, რიცხვი 12 რომაულად გამოსახეს.

მუსიკოსმა სახელის მნიშვნელობა ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში ტვიტერზე განმარტა:

"X აღნიშნავს უცნობ ცვლადს.
Æ - მე სწორედ ასე ელფურად ვწერ AI-ს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.
A-12 კი ჩვენი ფავორიტი სადაზვერვო ხომალდია, SR-17-ის წინამორბედი. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა და ძალადობა, მხოლოდ სიჩქარე.
A აგრეთვე გამოხატავს Archangel-ს, ეს ჩემი საყვარელი სიმღერის სახელია".

კომენტარები

ბოლოს დამატებული