Thumbnail

მიმდინარე წლის იანვარში საპატიმროდან გათავისუფლებულმა ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოდაკ ბლექმა მსმენელს მორიგი ნამუშევარი შესთავაზა. ტრეკის Last Day In გამოქვეყნების შემდეგ, სამხრეთელმა მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია Every Balmain გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი L Beats გახლავთ.

მოუსმინეთ: შეწყალების შემდეგ კოდაკ ბლექი პირველ ტრეკს აქვეყნებს

ფლორიდელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა. ორი წლის შემდეგ კი კოდაკმა, რომელიც იმ დროისთვის ციხეში სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის იხდიდა, საპატიმროდან მესამე სტუდიური ნამუშევარი Bill Israel გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული