Thumbnail

"ჩემ გარეშე მოსაწყენია" - 6ix9ine ინსტაგრამზე ახალი ტრეკით დაბრუნდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობდა. პაუზის შემდეგ ის შეცვლილი გარეგნობით, წვერითა და ახალი ტატუებით, დაბრუნდა და ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თავის ახალ კომპოზიციას უსმენს.

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის Supervillain თრეილერი

ნახეთ: კაცს, რომელმაც Tekashi 6ix9ine-ს ვირთხა უწოდა, რეპერის დაცვა გაუსწორდა

ტეკაში სიქსნაინმა 2020 წელს იუთუბზე ნახვებით ემინემსაც გადაასწრო

"მზად ხართ? თუ ამ პოსტზე 100 000 კომენტარი იქნება, ჩემს ახალ კომპოზიციას მთლიანად მოგასმენინებთ. საკმარისი პაუზა ავიღე, რათა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ ჩემ გარეშე ინტერნეტსივრცე მოსაწყენია", - წერს ტეკაში პოსტის აღწერის ველში.

შეგახსენებთ, რომ ტეკაშიმ თავისი ბოლო ალბომი TattleTales გასული წლის სექტემბერში გაავრცელა. მას შემდეგ მუსიკოსს ახალი კომპოზიცია აღარ გამოუშვია.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული