Thumbnail

ფოტოგალერეა: იყიდება სახლი, სადაც The Beatles-მა ალბომის Sgt. Pepper გარეკანზე იმუშავა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლონდონში, ჩელსის დასახლებაში მდებარე სახლი, სადაც ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Beatles რიგით მერვე სტუდიური ჩანაწერის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band გარეკანისთვის სურათი გადაიღო, 1,6 მილიონ დოლარად იყიდება. 1902 წელს აგებულ შენობაში ფოტოგრაფ მაიკლ კუპერის სტუდია იყო მოწყობილი, სადაც 1967 წლის 30 მარტს საკულტო ფოტოსესია შედგა.

რატომ არიან The Beatles-ის წევრები ალბომის Sgt. Pepper გარეკანზე ულვაშებით

Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ის ყდა

"ეს სახლი უდავოდ პოპ მუსიკის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია", - ამბობს გამოცემა People-თან საუბარში უძრავი ქონების აგენტი, რობერტ გრინი.

2002 წელს კუპერის სტუდია ორსართულიან თანამედროვე საცხოვრებლად გადაკეთდა, რომელშიც ორი საძინებელი, სააბაზანო, სამზარეულო და მისაღები ოთახებია განთავსებული.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული