Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, გაბრიელა უილსონმა, ფსევდონიმით H.E.R., ახალი კომპოზიცია Fight For You გამოაქვეყნა. სინგლი შაკა ქინგის ახალი ფილმის Judas And The Black Messiah საუნდტრეკია. ნამუშევარი 2021 წლის "ოქროს გლობუსზე" საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაშია ნომინირებული.

ნახეთ: H.E.R. - Damage

გაბრიელა უილსონმა შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. რამდენიმე EP-ის გავრცელების შემდეგ, 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი H.E.R. გამოსცა. 2019 წელს მან საუკეთესო არენბი ალბომისა და საუკეთესო არენბი პერფორმანსის კატეგორიებში გრემის ჯილდოები მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული