Thumbnail

ნახეთ: ჯიმი ფელონის შოუში ოლივია როდრიგოს სატელევიზიო დებიუტი შედგა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

17 წლის ამერიკელი მსახიობისა და მუსიკოსის, ოლივია როდრიგოს სატელევიზიო დებიუტი ჯიმი ფელონის ღამის შოუში შედგა. არტისტმა გადაცემაში საკუთარი ჰიტი Drivers License შეასრულა.

ოლივია როდრიგო ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსია, რომელსაც პოპულარობა Disney Channel-ის სერიალებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series შესრულებულმა მთავარმა როლებმა მოუტანა. 2021 წლის 8 იანვარს არტისტმა სადებიუტო კომპოზიცია Drivers License გამოაქვეყნა. სინგლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში, მათ შორის აშშ-სა და ბრიტანეთში, პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. პლატფორმა Spotify-ზე კი სადებიუტო კვირაში მოსმენების რეკორდული რაოდენობა, 80 მილიონი დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული