Thumbnail

Lizzo: გაინტერესებთ, რას ვაკეთებ საკუთარი სხეულის შესაყვარებლად?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, მელისა ჯეფერსონმა, ფსევდონიმით Lizzo, ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თაყვანისმცემლებს აჩვენებს, თუ რას აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი სხეული შეიყვაროს. 32 წლის არტისტის პოსტის სათაურში წერს, რომ მისი მეთოდი ამართლებს, რადგან ის ნაწილები, რომლებიც თავის სხეულში წარსულში ეზიზღებოდა, დღეს უკვე ძალიან მოსწონს.

Lizzo: ვაღიარებ, საკუთარ სხეულზე ნეგატიური ფიქრები მეც გამიჩნდა

Lizzo: მინდა, ჩემი სხეულის ფორმები ნორმად მიიჩნეოდეს

"ჩემს მუცელს დავუწყე ლაპარაკი. მას კოცნებს ვუგზავნი და ხოტბას ვასხამ. ადრე ისე მძულდა, მზად ვიყავი, მომეჭრა, მაგრამ ახლა ვაანალიზებ, რომ ეს მე ვარ და ასეთი უნდა ვიყო. ვსწავლობ, როგორ შევიყვარო ჩემი ყოველი ნაწილი. მაშინაც კი, თუ ამისთვის დილაობით საკუთარ თავთან საუბარი მიხდება", - წერს ლიზო.

მუსიკოსი ვიდეოში იმის დემონსტრირებასაც ახდენს, თუ როგორ ესაუბრება ყოველდღიურად საკუთარ მუცელს:

"ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა, რომ ყოველდღე მაბედნიერებ, შენი დამსახურებით ვცოცხლობ. მადლობა. შენს მოსმენას მომავალშიც გავაგრძელებ".

ლიზოს პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის გავლენიანი მუსიკოსი, ერიკა ბადუ, რომელმაც ვიდეოზე დააკომენტარა - "სიძლიერე".

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული