Thumbnail

ნახეთ: Lil Uzi Vert-მა შუბლზე $24-მილიონიანი პირსინგი გაიკეთა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელმა რეპერმა, სიმირ ვუდსმა, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, შუბლზე 24 მილიონი დოლარის ღირებულების პირსინგი, 11-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი მოირგო. მუსიკოსის თქმით, მის თანხას ნაწილ-ნაწილ 2017 წლიდან რიცხავდა და გადახდა მხოლოდ ახლა დაასრულა. არტისტისვე განცხადებით, სამკაული მისი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

ნახეთ: Future და Lil Uzi Vert კლიპში Drankin N Smokin

Lil Uzi Vert: შეუძლებელია, რიანა და ASAP Rocky ერთად იყვნენ

ნახეთ: ლილ უზი ვერტმა Lil Xan-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა

"სილამაზე მტკივნეულია", - წერს მუსიკოსი და პირსინგის ვიდეოს ავრცელებს.

ამასთან, პოსტში, რომელიც უზიმ მოგვიანებით წაშალა, რეპერი ხსნის, რომ, თუ ბრილიანტს სწორად ვერ მოიხსნის, შეიძლება, მოკვდეს კიდეც.

ვიდეო გაავრცელა დიზაინერმა ელიოტ ავიანამაც, რომელმაც სამკაული შექმნა.

ლილ უზის ძვირადღირებულ შენაძენს ინტერნეტმომხმარებლები გამოეხმაურნენ:

"ლილ უზი ვერტს ის სურს, რაც ამ პერსონაჟს აქვს".

"სამკაულის მოხსნაში მე დაგეხმარები".

"ლილ უზი ვერტი ახლა ასე გამოიყურება".

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული