Thumbnail

ნახეთ: Meek Mill ტრეკის ნაწყვეტს ავრცელებს, რომელშიც ფოფ სმოუქი მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ უილიამსმა, ფსევდონიმით Meek Mill, ინსტაგრამზე გარდაცვლილი კოლეგის, ფოფ სმოუქის მონაწილეობით შექმნილ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლის ნაწყვეტი გამოაქვეყნა. ნამუშევრის სრული ვერსიის გავრცელების თარიღი ამ ეტაპისთვის უცნობია.

ნახეთ: Meek Mill კლიპს Middle Of It აქვეყნებს

ნახეთ: Meek Mill კლიპს Pain Away ავრცელებს

ნახეთ: გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ვიდეორგოლი What You Know Bout Love გავრცელდა

მიქ მილმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო ალბომი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული