Thumbnail

არიანა გრანდემ გინესის რეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ გინესის რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა. ის პირველი არტისტი გახდა, რომლის ნამუშევრებმა გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბილბორდის ცხელ ასეულში წამყვანი პოზიციის დაკავება ყველაზე მეტჯერ მოახერხა. მას ასეთი სულ 5 სიმღერა აქვს, ესენია: Thank U, Next, 7 Rings, Stuck with U, Rain on Me და Positions.

ნახეთ: არიანა გრანდე სიმღერის "34+35" რემიქსს ავრცელებს

არიანა გრანდე დაინიშნა

არიანა გრანდეს, პირველივე კვირაში წარმატებული ნამუშევრებით, მერაია ქერი, დრეიქი, ჯასტინ ბიბერი, ტრევის სკოტი და ტეილორ სვიფტი მოსდევენ. აღსანიშნავია, რომ არიანამ გინესის რეკორდის დამყარება ჯამში ოცჯერ მოახერხა. მათ შორის ის გახდა მუსიკოსი, რომლის სიმღერებსაც ერთ კვირაში პლატფორმა "სპოტიფაიზე" ყველაზე მეტჯერ მოუსმინეს.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული