Thumbnail

სელენა გომესის კულინარულ შოუში ქველმოქმედებისთვის $360 000 აგროვდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, სელენა გომესის კულინარულ შოუში Selena + Chef, რომელიც კომპანია AT&T-ის ონლაინ პლატფორმაზე HBO Max უკვე ორი სეზონია, გადის, 23 არაკომერციული ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერისთვის 360 000 დოლარი შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი People ავრცელებს. საქველმოქმედო შოუ ისეთ ორგანიზაციებს ეხმარება, როგორიცაა, მაგალითად, World Central Kitchen, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსახლკარო ადამიანებს ყოველდღიური სადილით უმასპინძლდება; No Kid Hungry, რომელიც ამერიკაში ბავშვების ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული; აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო გაერთიანება Feeding America და სხვები.

ნახეთ: Selena Gomez - Baila Conmigo Ft. Rauw Alejandro

სელენა გომესი ფეისბუქს აკრიტიკებს

28 წლის მომღერალი შოუში სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური კერძების დამზადებას ცდილობს. ახალ ეპიზოდში სელენასთან ერთად გამოცდილი მზარეული, მუსიკოსი კელის როჯერსი მონაწილეობს, რომელიც გომესს ორი სუფრის კოვზი კარაქის გალღვობას სთხოვს. კადრებში ჩანს, როგორ უჩნდება ცეცხლი ტაფას, გომესი კი მის ჩაქრობას ვერ ახერხებს.

ეს სელენა გომესის ერთადერთი საქველმოქმედო პროექტი არ არის. მუსიკოსს საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის Rare Beauty ბაზაზე ფონდი Rare Impact Fund აქვს დაარსებული, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის შეგროვებას ისახავს მიზნად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების სერვისით სარგებლობისთვის სახსრები არ გააჩნიათ.

სელენა გომესი საუბრობს, რა ეხმარება მენტალური პრობლემის დაძლევაში

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული